აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით, აშშ-ის პრეზიდენტს უფლებამოსილება ეძლევა, განახორციელოს გაყინული აქტივების კონფისკაციის პროცედურა და შემდგომ თანხები სპეციალურ ფონდებში გადარიცხოს – კომპენსაციის ფონდსა და უკრაინის მხარდაჭერის ფონდში.

აშშ-ის პრეზიდენტს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის ალგორითმთან დაკავშირებით, კოორდინირება შეეძლება დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, ავსტრალიასთან და აშშ-ის სხვა პარტნიორებთან.

კანონპროექტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელსაც ეხება ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციები. ანგარიშში მითითებული უნდა იყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელსაც ეხება აშშ-ის სანქციები 2016 წელს მიღებული „მაგნიტსკის აქტის“ მიხედვით.

შეგახსენებთ, 20 არილს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

ასევე იხილეთ