გიორგი ჩაკვეტაძე: ოპოზიციამ ვერცერთი არგუმენტი ვერ დაგვისახელა, თუ რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალობის კანონი მიღებული
„პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა რომ გამჭვირვალობის კანონს ვეტოს დაადებს და ჩვენ ყველა ამ პროცედურისთვის მზად ვართ”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ შემდეგ მოსმენებზე ოპოზიცია კანონის საგნობრივ განხილვაში შევა და მათი პოზიცია შეიცვლება.
„პირველი მოსმენის დროს ვნახეთ, რომ ვერცერთი არგუმენტი დაგვისახელეს, თუ რატომ არ უნდა იყოს ეს კანონი მიღებული, შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მუხლობრივ განხილვებში მათი ეს პოზიცია შეიცვლება, შემოვლენ საგნობრივ განხილვებში და წინ აქტიური პროცესები გველოდება წინ. შემდგომ მესამე მოსმენა გვექნება, პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა რომ ამ კანონს ვეტოს დაადებს და ჩვენ ყველა ამ პროცედურისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი 29 აპრილის სასესიო კვირაში დაუბრუნდება.