„მამული, ენა სარწმუნოება“ – ქალაქში ახალი ბანერები გამოჩნდა
მამული, ენა სარწმუნოება – ამ წარწერით ქალაქში ახალი ბანერები გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც ილია ჭავჭავაძის სიტყვები დაამახინჯეს, ამ ბანერებით ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებს ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები კიდევ ერთხელ შეახსენონ.
„ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე მონაწილეებმა ფიცი დადეს და სიტყვა სარწმუნოება ერთობით შეცვლეს. ამ ფაქტმა სზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.