რატი იონათამიშვილი ევროპის ლიბერალური ღონისძიების სახელით მიმდინარე კონფერენციაზე: თავიანთ მზაკვრულ გეგმებს ვერასოდეს განახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში
„ისინი მსგავს აქციებზე პოპულარიზაციას უწევენ ძალადობას, ძალადობის კამპანიებს და ასევე სიძულვილსა და სიძულვილებს კამპანიებს”, – ასე გამოეხმაურა რატი იონათამიშვილი ევროპის ლიბერალური ღონისძიების სახელით მიმდინარე კონფერენციას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მსგავსი ღონისძიებების დახურულ ფორმატში ჩატარება იმის ნიშანია, რომ ორგანიზატორები რაღაცას მალავენ.
„დახურულ ფორმატში აკეთებენ ამას და არ უშვებენ კრიტიკულ მედიას. ეს ნიშნავს, რომ დასამალი აქვთ. ისინი მალავენ ამ ყველაფერს და ზუსტად ვიცით რატომაც, მაგრამ ვერ დამალავენ, ვიანიდან თავიანთ მზაკვრულ გეგმებს ვერასოდეს განახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში“, – მიიჩნევს იონათამიშვილი.
რას ემსახურება კონფერენცია, რომელიც ევროპის ლიბერალური ღონისძიების სახელით თბილისში მეორე დღეა იმართება – ამ შეკითხვაზე პასუხი ისევ არ არის. უცნობია დამფინანსებელთა ვინაობაც. ცნობილია მხოლოდ ღონისძიების სპიკერები, რომელთა შორის არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის წევრები.
„ქრონიკის“ მიერ დასმულ შეკითხვებს მონაწილეები და ორგანიზატორები თავს არიდებენ. ღონისძიებაზე მხოლოდ მათთვის სასურველი მედიებს უშვებენ.