ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მოწყვლადი ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლება უნდა იყოს სრულად დაცული, მაგრამ ამავდროულად, სრულად უნდა იყოს დაცული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესი
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის დაწყების საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა.
„საუბარია იმაზე, რომ ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, მოწყვლადი ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლება უნდა იყოს სრულად დაცული, მაგრამ ამავდროულად, სრულად უნდა იყოს დაცული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესი, რომ ეს პროპაგანდა არ მიმდინარეობდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ასე შემდეგ. ეს საკონსტიტუციო ცვლილება, როგორც წესი, საჭიროებს საერთო სახალხო განხილვას და შეხვედრები იქნება ყველა რეგიონში სხვადასხვა აუდიტორიასთან“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.