ვილი სანიოლი: ჩვენ ვართ საქართველოში, სადაც ამდენი ფეხბურთელი არ გვყავს, ამიტომ უნდა ავირჩიო მხოლოდ ის, ვინც ნაკრებს შედეგს მოუტანს

“ხშირად დავდივარ ფეხბურთელების თამაშებზე. როდესაც ვხედავ, რომ ფეხბურთელი უშვებს შეცდომას და ერთი და იგივე შეცდომა სხვა მატჩებზეც 2-ჯერ და 3-ჯერ მეორდება, ჩემთვის ნათელია, რომ მე მას ნაკრებში ვერ წავიყვან, რადგან შეცდომებს ვერ დავამატებ. რატომ? იმიტომ რომ ამას შინაგანად უკვე გამოცდილებიდან ვგრძნობ და შეიძლება ვერ ავხსნა”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

„საქართველოში ხშირად გულშემატკივარი ამბობს, თუ რატომ გამოვიძახე ესა თუ ის ფეხბურთელი. თუ ვხედავ, რომ სპორტსმენს რამდენჯერაც ბურთს დაკარგავს, აღარ უნდა დაცვაში ყოფნა, როდესაც გამოწვევაა მოედანზე და უყვირის მსაჯს, მე ასეთი ფეხბურთელი ნაკრებში ვერ მეყოლება. სიამაყემ რეალობის გრძნობა არ უნდა დაგიკარგოს. საქართველოში ვართ, ჩვენ არ ვართ გერმანიაში, საფრანგეთში ან ინგლისში, ესპანეთში, სადაც 500 ფეხბურთელი შეიძლება ჰყავდეთ.

ჩვენ ვართ საქართველოში, სადაც ამდენი ფეხბურთელი არ გვყავს და ამიტომ უნდა ავირჩიოთ მხოლოდ ის, ვინც ნაკრებს მოუტანს შედეგს, პოზიტივს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩემს არჩევანს გულშემატკივარი ყოველთვის ვერ ხსნის. არჩევანის გაკეთება ჩემი საქმეა. მე ვცდილობ საკუთარ თავთან ვიყო გულახდილი და ასე ვიქნები მხოლოდ გულახდილი ჩემს მოთამაშეებთანაც“, – განაცხადა სანიოლმა.

 

 

 

 

ასევე იხილეთ