სოზარ სუბარი: რატომღაც უპირობო განცდაა, რომ რადგანაც მეგობარია დასავლეთიდან, ის ყოველთვის შენს სასარგებლოდ მოქმედებს

“საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ თუ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან გვეუბნებიან, ე.ი. არ უნდა მივიღოთ და ამით შესაძლოა, რაღაც დავკარგოთ. რატომღაც ასეთი უპირობო განცდაა, რომ რადგანაც მეგობარია, ის ყოველთვის შენს სასარგებლოდ მოქმედებს”,  – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ეკონომიკურ მიღწევებზე და განმარტა, რომ ეს ქვეყანაში არსებული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგია, საომარი ვითარების შემთხვევაში კი ყველაფერი ერთ დღეში გაქრებოდა.

„გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც საქართველო 2029 წლამდე პერიოდში, ეკონომიკური ზრდის ტემპების მიხედვით პირველ ადგილზე დგას. პრაქტიკულად, ჩვენ გადავდივართ საშუალო სიმდიდრის ქვეყნების რიგში. ერთ დღეში კი ყველაფერი უკან დაგვრჩება! ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, რამდენ რაკეტას ისვრის რუსეთი უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მიმართულებით. თუმცა, ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში ამბობდნენ, რომ რუსეთს რაკეტები უმთავრდება და მალე აღარ ექნებაო. რომ წარმოვიდგინოთ, მართლაც 6 რაკეტა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ერთ დღეს საქართველო ჩაბნელდეს“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი არიან უკრაინის სტრატეგიული მეგობრები, მაგრამ მათი ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს.

„საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ თუ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან გვეუბნებიან, ე.ი. არ უნდა მივიღოთ და ამით შესაძლოა, რაღაც დავკარგოთ. რატომღაც ასეთი უპირობო განცდაა, რომ რადგანაც მეგობარია, ის ყოველთვის შენს სასარგებლოდ მოქმედებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უკრაინის მაგალითი მოვიშველიოთ. აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი არიან უკრაინის სტრატეგიული მეგობრები, მაგრამ მათი ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, 2022 წლის მარტში, ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, პრაქტიკულად ყველაფერი მზად იყო სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც ჩანს, ეს იყო ძალიან მომგებიანი უკრაინისთვის – დროებით ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინის ხელისუფლება ამისთვის მზად იყო, მაგრამ ჩავიდა ბორის ჯონსონი, როგორც ამას ამბობს ბატონი არახამია და უთხრა, მოდით, ბიჭებო, იომეთ! უბრალოდ, ვიომოთ რა, მეტი არაფერი! შედეგი არის 0,5 მლნ გარდაცვლილი ადამიანი, განადგურებული ქალაქები და სოფლები, ძალიან დიდი დაპყრობილი ტერიტორიები. ეს ომი, ნგრევა, დაპყრობა, სიკვდილი გრძელდება“, – განაცხადა სუბარმა.

ასევე იხილეთ