თბილისში, 98-ე სკოლაში სამართალდამცველები მუშაობდნენ

თბილისში, ავლაბარში, მარტყოფის ქუჩაზე მდებარე 98-ე საჯარო სკოლაში სამართალდამცველები მუშაობდნენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგებიც.

უკავშირდებოდა თუ არა სკოლაში ჩატარებული შესაბამისი მოქმედებები ტელეგრამარხებში გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს ამაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. სამართალდამცველებმა 98-ე სკოლაში მუშაობა უკვე დაასრულეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს სუს-ში განუცხადეს, მუქარის შემცველ შეტყობინენებთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები ატარებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას.

ასევე იხილეთ