საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია: სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს შენს შიდა საქმეებში

„დღეს, თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს შენს შიდა საქმეებში“, –  ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენულ უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დასახოს საკუთარი პრიორიტეტები.

„მოგეხსენებათ, დღეს, თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს შენს შიდა საქმეებში, პატივი უნდა სცეს შენს გადაწყვეტილებებს, შენს სუვერენულ უფლებას, თავად მიიღო გადაწყვეტილება, რა არის შენთვის კარგი ან უკეთესი. ჩვენ უფლება გვაქვს, მოვუსმინოთ ჩვენს მეგობრებს, მაგრამ ასევე უფლება გვაქვს თავად განვსაჯოთ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი და რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ ის, რომ ჩვენს ინტერესებს არავინ არ დაიცავს ჩვენ გარდა“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია POSTV-სთან საუბრისას.

 

ასევე იხილეთ