ნინო ფოჩხუა კახა ბენდუქიძის 2005 წლის განცხადებაზე: იყო დრო, როცა ამ ტექსტით ელაპარაკებოდა სააკაშვილის მთავრობის წევრი, კახა ბენდუქიძე ევროპელ პარტნიორებს და ახლა რა ხდება, დღევანდელი ოპოზიცია ხომ სააკაშვილის ხელისუფლების ნამსხვრევებიდან არის აღმოცენებული, ასეთ მონურ მორჩილებაში როგორ უნდა იყო?
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს 2005 წლის არქივიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრი კახა ბენდუქიძე აცხადებს: “ამერიკამ მოუაროს ჯერ ევროპას და მერე მოვიდეს ჩვენთან კაცო, რა, დაბალი ღობე ნახა? ჯერ გერმანიის კანცლერს მოუაროს და მერე მოუაროს საქართველოს მთავრობას. ჩვენი საქმეა, რას გადავწყვეტთ.”
ფოჩხუა სვამს კითხვას, ახლა რა შეიცვალა და რატომ არის სააკაშვილის ხელისუფლების ნამსხვრევებიდან აღმოცენებული ოპოზიცია უცხოელი პატრონების მონურ მორჩილებაში. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ იციან, არჩევნებში კრახი ელოდებათ, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად კი ჩამოკიდებულები არიან უცხოელ “ბოსებზე” და ყველაფერზე მიდიან.
“იყო დრო, როცა ამ ტექსტით ელაპარაკებოდა სააკაშვილის მთავრობის წევრი კახა ბენდუქიძე ევროპელ პარტნიორებს და ახლა რა ხდება, დღევანდელი ოპოზიცია ხომ სააკაშვილის ხელისუფლების ნამსხვრევებიდან არის აღმოცენებული, ასეთ მონურ მორჩილებაში როგორ უნდა იყო, როგორ უნდა ასრულებდე უპირობოდ უცხოელი პატრონების დირექტივებს?
საქმე მარტივად არის. მაშინ “ნაცებს” ქართველი ხალხის მხარდაჭერა ჰქონდათ, ძალით თუ ნებით ეს ცალკე თემაა. არჩევნებსაც მაქინაციებით იგებდნენ. ახლა იციან, რომ სამართლიან არჩევნებში კრახი ელოდებათ და ამიტომ ჩამოკიდებულები არიან უცხოელ “ბოსებს,” ყველაფერზე მიდიან, სკოლის მოსწავლეების გამოყენებაზე საპროტესტო აქციებზე, მოლოტოვის კოქტეილების სროლაზე და ომზეც კი”, – წერს ნინო ფოჩხუა.