ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ შეეწინააღმდეგება სანქციებს, რომლებიც აშშ-მა, შესაძლოა, ისრაელის საჯარისო დანაყოფებს დაუწესოს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ შეეწინააღმდეგება სანქციებს, რომლებიც აშშ-მა, შესაძლოა, ისრაელის საჯარისო დანაყოფებს დაუწესოს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, განცხადება ნეთანიაჰუმ მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ ერთ-ერთი დანაყოფისთვის დახმარების შეწყვეტას გეგმავს.
„ამას მთელი ჩემი ძალისხმევით შევებრძოლები“, – განაცხადა პრემიერმა.
მანამდე სააგენტო Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა სანქციები დაუწესოს ბატალიონს „ნეცაჰ იეჰუდა“, რომელსაც დასავლეთ ნაპირზე ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. BBC-ს ცნობით, ამ ეტაპზე სანქცირება ამ დანაყოფისთვის დახმარების მიწოდების შეწყვეტით შემოიფარგლება.