ლევან ნიკოლეიშვილი: არც ჩვენი ისტორია, არც ტრადიციები, არც ჩვენი კულტურა და არც ჩვენი სარწმუნოება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეროვნულ იდენტობაზე უარი ვთქვათ და გადამთიელებისა და მათი ყურმოჭრილი მონების შეშლილი თუ გარყვნილი სურვილებით ვიაროთ
„არც ჩვენი ისტორია, არც ტრადიციები, არც ჩვენი კულტურა და არც ჩვენი სარწმუნოება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეროვნულ იდენტობაზე უარი ვთქვათ და გადამთიელებისა და მათი ყურმოჭრილი მონების შეშლილი თუ გარყვნილი სურვილებით ვიაროთ. ჩვენი გზა ესაა და ასე იქნება მუდამ: მამული, ენა და სარწმუნოება!” – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებებს.
ნიკოლეიშვილის თქმით, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება საქართველოში არ და ვერ მოხდება.
„არგუმენტებისგან დაცლილებმა აქციაზე ახალი, მათი აზრით მძლავრი „არტილერია“ – ლგბტ პროპაგანდა ჩართეს. თან ვითომდა უფლებების დაცვად ცდილობენ შემოსაღებას, აქაოდა ერთნაირსქესიანთა ქორწინება გვინდაო, ჩვენც მოგვეცით უფლება ორმა ბიჭმა, ან ორმა გოგონამ ერთმანეთს ცოლ-ქმარი დავუძახოთო. ერთმანეთს რაც გინდა ის დაუძახონ, მაგრამ ამის დაკანონება აქ, საქართველოში არ და ვერ მოხდება! მავნებელმა პოლიტიკოსებმა, არასამთავრობოებმა და მედია საშუალებებმა, კი კეთილი ინებონ და პირადი მაგალითებიც გვანახონ და გვითხრან: აბა, ვის ვისზე უნდათ „დაქორწინება“ ან საკუთარი ვაჟის გათხოვება, ან საკუთარი ქალიშვილისთვის ცოლის მოყვანა! ძალიან ჰგავს ეს ამბავი იმას, როგორც ომში სხვის შვილების სასიკვდილოდ ემეტებათ, თავის შვილების კი, სწორედ დამალული და მოპარული ფულით ფუფუნებაში ყოფნა სურთ მხოლოდ.
არც ჩვენი ისტორია, არც ტრადიციები, არც ჩვენი კულტურა და არც ჩვენი სარწმუნოება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეროვნულ იდენტობაზე უარი ვთქვათ და გადამთიელებისა და მათი ყურმოჭრილი მონების შეშლილი თუ გარყვნილი სურვილებით ვიაროთ.
ჩვენი გზა ესაა და ასე იქნება მუდამ: მამული, ენა და სარწმუნოება!“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.