შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ისინი იყურებიან თავიანთი გარე მფარველებისკენ და არა ამომრჩევლისკენ
“ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის, რომ ისინი იყურებიან თავიანთი გარე მფარველებისკენ და არა ამომრჩევლისკენ. ამომრჩეველი ამის გამო 26 ოქტომბერს მათ პასუხს გასცემს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში მედიასთან განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო სახალხო კრების დასრულების შემდეგ.
„ევროპელი სოციალისტები“ არიან წარმოდგენილები, ასევე პარტია „საქართველოსთვისაც“ არის წარმოდგენილი, მართალია დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ბატონი შალვა კერესელიძე, მაგრამ ვიცი, რომ სურვილი აქვს დაფიქსირებული, რომ სხვა სხდომებში მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ საკუთარი მფარველების ერიდებათ როგორც ჩანს, რომელიც გარეთ ეგულებათ. ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის, რომ ისინი იყურებიან თავიანთი გარე მფარველებისკენ და არა ამომრჩევლისკენ. ამომრჩეველი ამის გამო 26 ოქტომბერს მათ პასუხს გასცემს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.