„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის ფარულ შეხვედრას აფასებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია ბნელი საქმეების დასაგეგმად ღამღამობით იკრიბება, რადგან დღე, სინათლე, გამჭვირვალობა მათთვის ისეთივე უცხო და საშიშია, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის.
გურამ მაჭარაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მათი დამკვეთების დირექტივით მოქმედებს და მიზნად ისახავს დესტრუქციას და ქვეყანაში ვითარების არევას, რაც რევოლუციური სცენარის ნაწილს წარმოადგენს.
„ოპოზიციონერი ლიდერები შფოთავენ: არც აქციაზე უშვებენ ბოლომდე, არც საკითხი აქვთ ისეთი, რომ თვითონ ერთობლივი განცხადება გაავრცელონ. მიხვდნენ, მათ შორის მათი ამომრჩევლებიც, რომ გაუგებარია გამჭვირვალობას ვინ რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ამიტომ ახლა შავბნელი საქმეებისთვის იკრიბებიან ღამე – დღისით და გამჭვირვალედ ამათთვის შეკრება ბუნებრივად შეუძლებელია. დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა ოპოზიციისთვის საშიში, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის. საერთოდ ყველაფერს გაურბიან, რაც ნათელი და სიმართლეა. დადიან ღამღამობით, ჩუმ-ჩუმად, იქიდან მათი პატრონები ურეკავენ როგორ მოაწყონ დესტრუქცია, პროვოკაცია, აგინონ ეკლესიას და ა.შ.“ – ამბობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი.