შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ, ჩვენ ვართ ევროპაში

“ჩვენ თუ ჩვენს თავს მივხედავთ იმ მხრივ, რომ განვვითარდებით ეკონომიკურად და ინსტიტუციურად, მერე ყველა სიამოვნებით მიგვიღებს ნებისმიერ გაერთიანებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ერთი რამე უნდა ითქვას – ჩვენ არსად მივდივართ. ჩვენ ვართ იქ სადაც ვართ და ჩვენ ვართ ევროპაში. ჩვენ ვართ ევროპა. ეს არის მთავარი, რაც ხანდახან უნდათ, რომ დაგვავიწყონ. ჩვენ არა მხოლოდ დღეს ვართ ევროპა, ვართ მათ შორის თანაშემოქმედი ევროპული კულტურის, ცივილიზაციის და მათ შორის სამართლებრივი განვითარების. ჩახედეთ ჩვენს პირველ რესპუბლიკას, 1918-21 წლებისა, ნახეთ რა დემოკრატიული მიღწევები ჰქონდა ჩვენს პირველ რესპუბლიკას. ჩვენ გვჭირდება არა რომელიმე მიმართულებით სვლა, არამედ განვითარება იმისთვის, რომ როგორც ეკონომიკურად, ისე ინსტიტუციურად ვიყოთ უპირველეს ყოვლისა იმ დონეზე, რომ ჩვენი მოქალაქე იყოს კმაყოფილი ამით. ჩვენ თუ ჩვენს თავს მივხედავთ იმ მხრივ, რომ განვვითარდებით ეკონომიკურად და ინსტიტუციურად, მერე ყველა სიამოვნებით მიგვიღებს ნებისმიერ გაერთიანებაში. როცა ვსაუბრობთ, რომ ვართ ევროპის თანაშემოქმედები, ეს გულისხმობს მათ შორის იმას, რომ ევროკავშირი არის ის ბუნებრივი წიაღი, რომელმაც ჩვენ საბოლოო ჯამში უნდა მიგვიღოს საკუთარ წევრად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

ასევე იხილეთ