გურამ მაჭარაშვილი: მაინტერესებს, 26 მაისს სპეცრაზმელებმა სახურავზე რომ ცხედრები შემოდეს და სააკაშვილმა ხალხი დაარბია, იმ ხალხის ტირილი ევროპულ ჰანგებად ჩაესმოდათ?!
„ორმაგი სტანდარტია, როდესაც საუბრობენ წაუკითხავ კანონზე – ეს არის ხელის შეშლა ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვისთვის – სწორედ ესაა ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, მით უმეტეს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც რუსეთშიც კარგად დადის და კონცერტებსაც მართავს“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი შეფასებით, იმ ხელოვანების ნაწილი, ვინც დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აკრიტიკებს, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
„არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, როდესაც დღეს საუბრობენ (ხელოვანი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი) წაუკითხავ კანონზე, რომ თითქოს ეს არის ხელის შეშლა ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვისთვის – სწორედ ესაა ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, მით უმეტეს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც რუსეთშიც კარგად დადის, ფულსაც იღებს, კონცერტებსაც მართავს, (შეიძლება ზოგიერთი მათგანი დღესაც მართავს) და ბევრი მათგანი სააკაშვილის დროს, 26 მაისის ცნობილი დარბევის შემდეგ, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. მაინტერესებს, 26 მაისს სპეცრაზმელებმა სახურავზე რომ ცხედრები შემოდეს და სააკაშვილმა ხალხი დაარბია, იმ ხალხის ტირილი ევროპულ ჰანგებად ჩაესმოდათ?!“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.