გიორგი ამილახვარი: აქციაზე ათეულ ათასობით ადამიანი გამოვა და კიდევ ერთხელ დაადასტურებენ „ქართული ოცნების” მხარდაჭერას
“საზოგადოებას შევახსენებ, რომ „ქართული ოცნებამ“ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 48 პროცენტი აიღო და ბოლო კვლევებით, ჩვენი მხარდაჭერა არის 60 პროცენტამდე გაზრდილი, ბუნებრივია, იმ პროცესების კვალდაკვალ, რომელიც ახლა მიმდინარეობს პარლამენტში, ჩვენი ასეულ ათასობით ამომრჩეველი, ბუნებრივია, ჩვენგან ითხოვს, მათაც მიეცეთ შესაძლებლობა, საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება კანონის დაცვით”,– ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„საქართველოში ყველა მოქალაქეს აქვს და ექნება გამოხატვის თავისუფლება კანონით დადგენილ ფარგლებში. მგონი, ბოლო დღეები ამას ადასტურებს. დაპირისპირებაზე საუბარი უკვე არის იმ აზრის დათესვა, რომ „ქართული ოცნებ“ გარკვეულ დაპირისპირებას აღვივებს. პირიქით, ჩვენ გვინდა, მთლიანად საზოგადოებას მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს საუბრობს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის სახელით. ასევე, გვინდა, ყველას დანანახოთ, რომ ის რადიკალური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც, უმრავლესობა, ერთი პარტიია მხოლოდ ასეთი ლახავს ხუთპროცენტიან ბარიერს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, არ აქვთ არც მორალური, არც ლეგიტიმური, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობის და საზოგადოების სახელით ისაუბრონ.
ჩვენი ხელისუფლება თავის ამომრჩეველს ვერანაირად ვერ შეუზღუდავს იმ უფლება, რომ თავისუფალ პირობებში ნებისმიერ ადგილას და დროს, ყველა პროცედური დაცვით გამართონ აქცია. შემდგომ საზოგადოება თავად დაინახავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ნახავთ, ათეულ ათასობით ადამიანი, როგორ გამოვა და კიდევ ერთხელ დაადასტურებენ „ქართული ოცნების“ და იმ პროცესების მხარდაჭერას, რომელიც ახლა ქვეყანაში მიდის“, – განაცხადა ამილახვარმა.