კახა კახიშვილი, დეპუტატებთან ერთად, თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
“რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
„თურქმენეთის მხარეს აინტერესებდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა. ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ფორმატში შეხვედრების შედეგად ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების გაღრმავება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია, კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან მგალობლიშვილი.