მეუფე სტეფანე: მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით, ასე ხდებოდა კომკავშირის დროს

„მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით, ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც მყარდებოდა საბჭოთა ხელისუფლება. ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე ვითარება, არც უნდა დაუშვან“, – ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა.

„მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით, ნაწილით, ყველას ვერ დაიმონებ. ამუნათებენ ბავშვებს, თუ არ გავიდნენ მათ მხარეზე. ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც მყარდებოდა საბჭოთა ხელისუფლება, შემდეგ გადავიდნენ მოქმედებაზე, ანგრევდნენ ტაძრებს, კლავდნენ ღვთისმსახურებს და ხატებს ესროდნენ, ბოლო ეს იყო. ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე ვითარება, არც უნდა დაუშვან.

ეშმაკები არიან ისინი, ვინც ამას იდეოლოგიურ საფუძველს აძლევენ. როდესაც მე პოზიცია უნდა დავიკავო, ვიყო მომხრე, ვიყო მოწინააღმდეგე – რისი?! თუ შინაარსში არ შევდივარ, იმან რომ მითხრა, ამიტომ? მაშინ მანიპულირებაა პირდაპირი და დაგცინის ის“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

 

ასევე იხილეთ