BBC: პაპუა-ახალი გვინეის ლიდერმა უარყო ჯო ბაიდენის განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძამისი მეორე მსოფლიო ომის დროს შესაძლოა გვინეელმა კანიბალებმა შეჭამეს

პაპუა-ახალი გვინეის ლიდერმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძამისი მეორე მსოფლიო ომის დროს შესაძლოა გვინეელმა კანიბალებმა შეჭამეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ბაიდენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ბიძამისის თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომის დროს პაპუა-ახალი გვინეის თავზე ჩამოაგდეს და მისი ცხედარი ვერ იპოვეს, რადგან იმ ტერიტორიაზე ბევრი კანიბალი იყო.

ამერიკულმა მედიამ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის კომენტარი არ იყო გამყარებული ოფიციალური ჩანაწერებით.

პაპუა-ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრმა, ჯეიმს მარაპემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ბუნდოვანი მომენტი ჰქონდა და ხაზგასმით აღნიშბნა, რომ აშშ-სა და მის ქვეყანას შორის ურთიერთობა ძლიერი და უფრო ღრმა ღირებულებებით არის განმტკიცებული.

ასევე იხილეთ