ოლაფ შოლცი: პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერა შესუსტდება და ის შეძლებს აგრესიული ომის გაგრძელებას
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერა შესუსტდება და ის შეძლებს აგრესიული ომის გაგრძელებას.
„ის ფაქტი, რომ [აშშ-ის] წარმომადგენელთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის, განსაკუთრებით იარაღის მიწოდების შესახებ, არის ძალიან მკაფიო გზავნილი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ მან არ უნდა ჩათვალოს, რომ მას შეუძლია ომის გაგრძელება, რადგან შემცირდება უკრაინის დახმარება აშშ-დან და ევროპიდან“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ პარტნიორების მხრიდან უკრაინის დახმარება არ შეწყდება და არ შემცირდება.