თეა წულუკიანი ხელოვანთა ნაწილზე: მათ შეუძლიათ უსინდისოდ იმღერონ, იცეკვონ პუტინის რუსეთში, დაბრუნდნენ იქიდან და შენ, ვისაც მრავალი ათეული წელია, მოსკოვში ფეხიც კი არ დაგიდგამს, გეძახონ პრორუსი, რადგან ქართულ საქმეს აკეთებ
„მათ შეუძლიათ, უსინდისოდ იმღერონ, იცეკვონ პუტინის რუსეთში, დაბრუნდნენ იქიდან და შენ, ვისაც მრავალი ათეული წელია, მოსკოვში ფეხიც კი არ დაგიდგამს, გეძახონ პრორუსი, რადგან ქართულ საქმეს აკეთებ”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელოვანთა ნაწილზე საუბრისას განაცხადა.
„რეალურად, მათთვის ყველაფერი ქართული არის მიუღებელი, აუცილებლად უნდა იდგე ცალ ფეხზე და ასკინკილით უჯერებდე ვიღაცის თავსმოხვეულ აზრებს. ასე ვერ მოხდება, ყოველ შემთხვევაში, ამ ხელისუფლების პირობებში. ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. დარწმუნებული ვარ, საქართველო გაიმარჯვებს და არა – რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ან დაჯგუფება. რა თქმა უნდა, ეს მტკივნეული პროცესია, რთულია, მაგრამ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტნი და ჩვენც გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, რათა სხვადასხვა პოზიციაზე მდგარმა ადამიანებმა მშვიდობიანად გამოვხატოთ აზრი“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.