Reuters: ერაყსა და სირიაში, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა
ერაყსა და სირიაში, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა პირველად თითქმის სამი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ Reuters ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით,ბოლო 24 საათის განმავლობაში ერაყსა და სირიაში, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ორი თავდასხმა განხორციელდა. ერაყში აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან თავდასხმა დრონის მეშვეობით განხორციელდა. სირიაში, რუმალინის ბაზის მიმართულებით ჩრდილოეთ ერაყიდან ხუთი რაკეტა გაუშვეს.
ამ თავდასხმების შედეგად მსხვერპლის ან მნიშვნელოვანი დანაკარგის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საერთო ჯამში, ერაყში დაახლოებით 2 500 ამერიკელი ჯარისკაცია, ხოლო დასავლეთ სირიაში დაახლოებით 900 ამერიკელი ჯარისკაცი.