გერმანია უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას უმოკლეს ვადაში გადასცემს
გერმანია უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას უმოკლეს ვადაში გადასცემს, ხოლო წლის ბოლომდე ნახევარ მილიონ საარტილერიო ჭურვს მიაწვდის, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.
„გერმანიამ უკვე გადასცა უკრაინას საჰაერო თავდაცვის უამრავი სისტემა, მაგრამ ვითარება ადასტურებს, რომ უკრაინას სჭირდება მეტი დაცვა და დარტყმების მოგერიების უნარი“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების სახელმწიფო მდივანმა.