ირაკლი ქარქაშაძე „Routes Europe 2024“-ის ფარგლებში ავიაკომპანია „Transavia“-ს მენეჯმენტს შეხვდა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი საავიაციო ფორუმ „Routes Europe 2024“-ის ფარგლებში ჰოლანდიურ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია „Transavia“-ს მენეჯმენტს შეხვდა. ავიაკომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირება რამდენიმე დღის წინ  დაიწყო და ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით ასრულებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავიაკომპანიის გაყიდვები თბილისის მიმართულებით საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და მაღალი საშუალო დატვირთვის ფაქტორი მომდევნო თვეებშიც შენარჩუნებულია. ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით ჩამოსული ვიზიტორების ძირითად სეგმენტს კი უცხოელები შეადგენენ.

„Transavia“ ნიდელანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია „Air France KLM“ ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში „ბოინგის“ ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს.

 

ასევე იხილეთ