მამუკა მდინარაძე: აბაშიძის, შევარდნაძის, სააკაშვილის ხელისუფლებების რეიტინგები იყო პლინტუსს ქვემოთ, ფსკერზე, ხოლო ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი – ეს განსხვავება არის არსებითი

„ადარებდნენ ამ დღეებში [„ქართული ოცნების“ დაანონსებულ შეკრებას] ასლან აბაშიძის მიერ გამოყვანილ ხალხს, შევარდნაძის მიერ გამოყვანილ ხალხს, სააკაშვილის მიერ გამოყვანილ ხალხს, ოღონდ განსხვავება იცით, რაშია? ყველა შემთხვევაში მათი რეიტინგები იყო პლინტუსს ქვემოთ, ფსკერზე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„შევარდნაძის ხელისუფლებამ თბილისში თვითმმართველობის არჩევნებში 2% მიიღო, თუ არ ვცდები. აქცია რომ ჩაატარეს, იმის წინა არჩევნებში მიიღეს 2%. სააკაშვილს რომ არ გაეყალბებინა, იმ პროცენტსაც ვერ მიიღებდა. ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და რამდენად სულელური და არარელევანტური შედარებაა, ხვდებით? ამიტომ გაითავისეთ, რომ ასლან აბაშიძის, შევარდნაძის, სააკაშვილის ხელისუფლებები იყვნენ ძალიან დიდ ფრუსტრაციაში, ხოლო ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს ვართ ყველაზე მაღალი რეიტინგის პირობებში. ეს განსხვავება არის არსებითი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

ასევე იხილეთ