გივი მიქანაძემ ბრიუსელში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, ბრიუსელში ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული საზოგადოებების საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის მიზანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაზრდის მიზნით დამატებით მექანიზმებზე მსჯელობა წარმოადგენდა. სიტყვით გამოსვლაში, გივი მიქანაძემ, კონფერენციის მონაწილეთა ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის როლზე გადაწყვეტილებათა აღსრულების მიმართულებით. ისაუბრა იმ შესაძლო დამატებითი მექანიზმების შემოღებაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მინისტრთა კომიტეტის უფრო  შედეგიან საქმიანობას სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების კუთხით.

კონფერენციას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, ევროპის ქვეყნების სახელმწიფო წარმომადგენლები სტრასბურგის სასამართლოში, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ასევე იხილეთ