ალექსანდრე იაშვილი: მინდა ჩვენი ნაკრების სახელით უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს გადაცემას ეხება.
„ძალიან მოულოდნელი სასიხარულო ამბავი არის. ჯილდო არის დაფასება იმ შრომის, რასაც წლებია ეს ბიჭები აკეთებენ, რომ მისულიყვნენ და მივსულიყავით ამ ისტორიულ შედეგამდე. მინდა ჩვენი გუნდის, ნაკრების სახელით უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა იაშვილმა.
საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს.