ირაკლი ქადაგიშვილი: დასავლეთში გარკვეული წრეები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას რომ დაუპირისპირდნენ, ოპოზიციისთვის ეს გახდა შანსი, როგორმე ქულები დაიწერონ
„ოპოზიციას ორი მომენტი აქვს. დაინახეს, რომ დასავლეთში გარკვეული წრეები მმართველ პარტიას დაუპირისპირდნენ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და ეს მათთვის შანსი გახდა, როგორმე ამით პოლიტიკური ქულები დაიწერონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციას სხვანაირად საზოგადოებაში დასაყრდენი არ გააჩნია.
„მეორე მხრივ, აწუხებთ, რომ ეს გამჭვირვალობა, რომელიც მიღებული იქნება, ადრე თუ გვიან გამოაშკარავებს იმ არალეგიტიმურ და შავ დაფინანსებას, რაც ოპოზიციას და მათ შორის არალეგიტიმურ მიზნებს ხმარდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.