ალექსანდრე ტაბატაძე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ვინიკოვთან. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, NATO-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.

„ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობაზე და კომიტეტის საქმიანობაზე“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ტაბატაძემ.

შეხვედრას NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი, ჟოზეფინ ალბარაზი დაესწრო.

 

ასევე იხილეთ