ეკა სეფაშვილი: ეს დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგე გაუჩინონ მმართველ გუნდს, რასაც როგორც ჩანს, სიმართლით ვერ ახერხებენ
„ეს დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგე გაუჩინონ მმართველ გუნდს, რასაც როგორც ჩანს, სიმართლით ვერ ახერხებენ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ჩანდა, თითქოს მდინარაძე ხელოვნური განაყოფიერების გზით შვილის ყოლის უფლებას ეწინააღმდეგებოდა.
„ეს არის მათი სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რამენაირად იქნებ ნეგატივი ააგორონ“, – აღნიშნავს სეფაშვილი.