ფრანგული მედია დავითაშვილზე: მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ აშკარად შეუჩერებელია
ფრანგულმა გამოცემა sudouest-მ „ბორდო“ – „დიუნკერკის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ზურიკო დავითაშვილი დაასახელა.
ქართველ ფეხბურთელს 10 ქულიანი შეფასებიდან 8 ქულა ერგო და გამოცემა მის შესახებ წერს.
„მას შემდეგ, რაც მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდა, აშკარად შეუჩერებელია. 46-ე წუთზე მან ბორდოს უპირატესობა ორბურთიანი ტექნიკური დარტყმით გახადა. ის მანამდეც აქტიური იყო და ბურთის ყოველ მიღებაზე ამწვავებდა თამაშს. ნაკრებიდან ის 5 მატჩში 3 გოლით და 3 საგოლე პასით დაბრუნდა. დავითაშვილს მთელი სეზონი რომ ასე ეთამაშა, გუნდისთვის სერიოზული ძალა იქნებოდა”, – წერს ფრანგული მედია.