ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით – ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით, ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, საქართველოს ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს.

ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ და ამას ეროვნული იდენტობის წაშლითა  და სარწმუნოებასთან დაშორებით ცდილობდნენ, თუმცა დიდებული და ბრწყინვალე პერიოდებიც არა ერთხელ გვქონია, რასაც ხელისუფლის პრინციპულობა, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცება და რა თქმა უნდა სამშობლოს განუზომელი სიყვარული სჭირდება.

„თითქოს, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა საქართველოს დაპყრობას ცდილობდა, უმეტესწილად, ახერხებდა კიდეც, რომლის მიზეზი ცალკე ხელისუფლის სისუსტე და ცალკე ერის დაქსაქსულობა იყო. ერის გახლეჩას, სასტიკი მტერიც ხელს უწყობდა და ცბიერი ღიმილით მოსული მომთაბარეც. ათასნაირი ფოჩიანი კანფეტებითა თუ ჭრელი ხალათებით ავსებდა სუსტი ნებისყოფისა და უღირსობის ავადმყოფობით შეპყრობილ ვაი-ქართველებს. უცხოური ჩვენთვის მიუღებელი ქცევით შემოსილები და ქისაში ფულით გავსებულები კი მომხდურს რაშიც ეხმარებოდნენ და ხელს უწყობდნენ, ეროვნული იდენტობის წაშლა და სარწმუნოებასთან დაშორება გახლდათ. თუმცა, სწორედაც რომ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან გვახსოვს, დიდებული და ბრწყინვალე პერიოდებიც არა ერთხელ გვქონია. ოღონდ ამ ყველაფერს ხელისუფლის პრინციპულობა, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცება და რა თქმა უნდა სამშობლოს განუზომელი სიყვარული სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება“, – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ