„სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო“ – ზურა ყიფშიძე შვილიშვილს საჯაროდ უპირისპირდება
ნატალია ყიფშიძის მიერ „ტელეკომპანია პირველის“ პირდაპირ ეთერში გამოთქმულ აზრს ზურა ყიფშიძე საჯაროდ უპირისპირდება.
„ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა, გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე, ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?“ – წერს ნატალია ყიფშიძის ბაბუა, ზურა ყიფშიძე.
„მეც ნაღვლიანად ვარ ბა. მოგეწერა ან დაგერეკა ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად“, – პასუხობს ნატალია ყიფშიძე.