გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებზე: ისეთ სისულელეზე, ისეთ უტიფარ ფორმულირებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე აზიანებს საქართველოს და კეზერაშვილი არის მედიამენეჯერი, ალბათ თვითონაც ეცინებათ
“არის გარკვეული ბირთვი, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლობისტები და ეს წლების განმავლობაში გრძელდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ისეთ სისულელეზე და ისეთ უტიფარ ფორმულირებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე აზიანებს საქართველოს და კეზერაშვილი არის მედიამენეჯერი, ალბათ თვითონაც ეცინებათ.
“ლობისტები რა პირობებით არიან ლობისტები, მე ამასთან დაკავშირებით დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ შევხვედრივარ კუბილიუსს, თბილისშიც იყო, არსებითად რომ განიხილავ რამე საკითხს, ლოგიკა აქვს ამ ადამიანს და რაღაც საკითხებზე მოგყვება მსჯელობის დროს. იცის, რომ ევროპული არანაირი აცხია ვთქვათ „ნაცმოძრაობას“.
დავანებოთ მარტო ციხეებს თავი, რომელიც აწამებდა და ღირსებას ულახავდა, ფულს ართმევდა ხალხს, სწორად ვამბობ და ფულის წართმევით კიდევ ტრაბახობდა სააკაშვილი. იცის ეს ყველაფერი, ქონებას რომ ართმევდა, ბიზნესების გადაფორმება, ეს სხვა თემაა კიდევ. ასეთი რამეები იცის, მაგრამ იცით რა არის? მის გარემო შეიქმნა გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც ასეთ ლობიზმს აგრძელებს ინტენსიურად სააკაშვილის მხარდასაჭერად. ასეთი სისულელე, ასეთი უტიფარი ფორმულირება, რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე ადამიანია, რომელიც აზიანებს საქართველოს და კეზერაშვილი არის მედიამენეჯერი, თვითონაც ალბათ ეცინებათ და ადამიანების დამოკიდებულებას განსაზღვრავენ სამწუხაროდ ამ სტრუქტურის მიმართ, ნეგატიურ დამოკიდებულებას“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.