გერმანიის შსს: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება შეაჩეროს საკონსულო მომსახურება გასაწვევი ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, არ იმოქმედებს გერმანიაში ლტოლვილის სტატუსზე
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაქსიმილიან კალმა განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება შეაჩეროს საკონსულო მომსახურება გასაწვევი ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, არ იმოქმედებს გერმანიაში ლტოლვილის სტატუსზე.
„ეს გავლენას არ მოახდენს უკრაინიდან ლტოლვილების სტატუსზე, რომლებსაც დაცვა ესაჭიროებათ, მიუხედავად იმისა, ვსაუბრობთ ქალებზე, რომლებიც შეადგენენ ასეთ ლტოლვილთა უმრავლესობას, თუ მამაკაცებზე“, – აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
კიევი უკრაინის მოქალაქე 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე დიპლომატიურ მისიებში პასპორტების გაცემას აჩერებს. მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, პასპორტების მიღებას ისინი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე შეძლებენ.
ახალი რეგულაცია უკრაინის არმიის რიგების შევსებას ისახავს მიზნად. ცნობილი ხდება ისიც, რომ ვარშავამ კიევს უკვე შესთავაზა პოლონეთში მყოფი წვევამდელი ასაკის ახალგაზრდების იდენტიფიცირება და გადაცემა. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ამჟამად 4,3 მილიონზე მეტი უკრაინელი, მათ შორის, 860 ათასი მამაკაცი იმყოფება.