„ჩვენ გავაკეთეთ, რომ რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი და ვთქვით, რომ მათ მათ განახორციელეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური წმენდა”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ამას თუ ვინმე თეატრის სცენიდან იტყვის, შეიძლება რომ ამას არ დავეთანხმოთ?! მთელი ჩვენი საქმიანობა და მათ შორის ჩემი, ჯერ კიდევ სტრასბურგის სასამართლოში 10-წლიანი კარიერის განმავლობაში და შემდეგ იუსტიციის სამინისტროში, ეძღვნებოდა სწორედ იმას, რომ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა ჩვენ გაგვეკეთებინა და გავაკეთეთ, რომ რუსეთს სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი და ვთქვით, რომ მათ მათ განახორციელეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური წმენდა“, – აღნიშნა თეა წულუკინამა.