გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული

„პირდაპირ აღიარებით ჩვენებად“ აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ბრიუსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას ჩასვლას და იმ განცხადებებს, რომელიც მან ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ალასანიას და ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტი ბრიუსელში ადასტურებს, რომ ამაში დიდძალი ფულია დახარჯული.

„პირდაპირ აღიარებით ჩვენებაა. ჩვენ ხომ ერთი წლის წინ ვნახეთ FARA-ში გამოქვეყნებული ალასანიასა და მისი ოჯახის მიერ გადარიცხული მილიონები. ვინმემ ამაზე პასუხი აგო? ამ დოკუმენტში პირდაპირ ეწერა – გადახდილია მილიონები, რომ  სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ტყუილი სიუჟეტები გასულიყო, საქართველოს სანქციებთან მიმართებაში პუბლიკაციები გამოქვეყნებულიყო და ვინმემ ამას ოპოზიციიდან ან არასამთავრობო სექტორიდან უპასუხა? ჩვენ ეს გავიგეთ  FARA-ს მეშვეობით.

შესაბამისად, ძალიან მარტივი გამოსაცნობია – როდესაც  ევროპარლამენტში ჩადის  გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, აქაც ფულია დახარჯული, მითუმეტეს, რომ  კორუფციის მსგავს ქმედებაში ბევრი ევროპარლამენტარია შემჩნეული.

ასეთი ხერხებით ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ არავის გამოადგება. ეს არ არის ევროპული ღირებულება“, –  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ასევე იხილეთ