შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
„არაფერი გაუქმდება, ამ მხრივ საქართველოს მოსახლეობა არაფერი ემუქრება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარია ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც.
„ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა ხალხის მიმართ. რამდენიმე კვირაში ეწურებათ მანდატი, სულ რამდენიმე კვირა დარჩათ და ეს არის ბოლო გაბრძოლება, რომ ქართველ ხალხს რამენაირად სიტყვიერად თავს დაესხან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.