ლევან ნიკოლეიშვილი ბელგიელი პოლიტიკოსის განცხადებაზე: ნამდვილად არიან ისეთი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არც ღირსება დაუკარგავთ და სიმართლის თქმაც შეუძლიათ, ასეთი ადამიანები პატივს სცემენ სხვის აზრსაც და სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასაც
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება ბელგიის სენატისა და ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის ბობ დე ბრაბანდერის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სრული უფლება აქვს გამჭვირვალობის კანონი მიიღოს, ევროკავშირი კი, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტად დაარსდა, უფრო და უფრო არადემოკრატიული ხდება.
ექსპერტის თქმით, უცხოეთში არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ღირსება არ დაუკარგავთ და პატივს სცემენ როგორც სხვის აზრს, ისე ქვეყნის დამოუკიდებლობასაც.
“ნამდვილად არიან ისეთი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არც ღირსება დაუკარგავთ და სიმართლის თქმაც შეუძლიათ. ასეთი ადამიანები პატივს სცემენ სხვის აზრსაც და სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასაც. ეს კაცი არ არის პირველი და არც უკანასკნელი, მათი რიცხვი კი აუცილებლად გაიზრდება!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.