ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის მთავარი მიზანი იყო ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის და დაპირისპირების დუღილის აწევა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის მთავარი მიზანი იყო ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის და დაპირისპირების დუღილის აწევა.
„რაც შეეხება იმას, რეალურია თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ეს რეალური არაა და არანაირი კავშირი არ აქვს ამ კანონმდებლობასთან. ვიზალიბერალიზაციის დაწესების და აკრძალვის საბაბი და მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ის კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების გამოც მიეცა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია. ყველა ეს კრიტერიუმი საქართველოში არის დაცული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.