„ჩვენ მთელი საზოგადოება ვიკრიბებით არა დაპირისპირებისთვის, ეს „ნაცების“ ხელწერაა, ეს მწვალებლების ხელწერაა, რომ დაპირისპირება მოეხდინათ და მეტი პოლარიზება მოეხდინათ“, – ასე ეხმაურება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.
„ჩვენ გამოვდივართ, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ მსოფლიოს, ყველას, საზოგადოებას და ერთმანეთს შემოვძახოთ, დიახ, ეს არის საქართველო, ეს არის სახელმწიფო და ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეკლესიას, წინაპრების დანატოვარს, რითაც დღემდე ვამაყობთ. რა არის ეს? ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება“, – აღნიშნა ზარქუამ.