გივი ჩხარტიშვილი: ერთად დავდგეთ მამულის, ენის და სარწმუნოების დასაცავად!
თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩხარტიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული რეზოლუციის მიღებით ოპოზიცია შეგულიანდა და დაიჯერა, რომ ეს რეზოლუცია რამის მთქმელია.
„გუშინ ევროპარლამენტის ბოლო შეკრება იყო. ორი თვის მერე იქ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვექნება, მაგრამ ამ რეზოლუციის მიღებით ოპოზიცია შეგულიანდა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი კარგად გათვლილი პროვოკაციაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროვოკაციას ქართველი ხალხი სწორად შეაფასებს“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზეც ისაუბრა და მოსახლეობას ერთად დგომისკენ მოუწოდა.
„29 აპრილს ჩვენ, ყველანი ერთად, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ პირველ რიგში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაფერი ქართულია. ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. ერთად დავდგეთ მამულის, ენის და სარწმუნოების დასაცავად“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.