თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
დღეს ბათუმობაა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში მისალოც ტექსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბათუმს არაერთი გამარჯვება და აღიარება ჯერ კიდევ წინ აქვს.
„ჩვენი ქალაქის დღესასწაულს ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი.
ბათუმის საერთაშორისო ცნობადობა და პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება, ჩვენი ქალაქი მრავალმხრივ საინტერესო და მიმზიდველია, თუმცა ბათუმის უნიკალობა ბათუმელებშია.
ბათუმში ხორციელდება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენმა ქალაქმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ტურიზმის, სპორტის, კულტურის, საინვესტიციო მიმართულებით და არაერთი გამარჯვება და აღიარება ჯერ კიდევ წინ აქვს“, – წერს თორნიკე რიჟვაძე.