გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
გურამ თუშიშვილმა (+100კგ) ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
თუშიშვილმა ფინალური ორთაბრძოლა ინდივიდუალური ათლეტის სახელით მოასპარეზე ილან ტასოევთან დათმო.
ეს მიმდინარე ტურნირზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე მეშვიდე მედალია, რაც გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო მაჩვენებელია.