ალექსანდრ სირსკი: ფრონტის ხაზზე რთული ვითარებაა
“ფრონტზე არსებული ვითარება რთულია და არსებობს გაუარესების ტენდენცია”, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ალექსანდრ სირსკმა განაცხადა.
„საკონტაქტო ჯგუფის წევრებს ვაცნობე რთული ოპერატიულ-სტრატეგიული ვითარების შესახებ, რომელიც გაუარესებისკენ არის მიდრეკილი“, – წერს სირსკი Telegram არხზე.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა აღნიშნა, ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იარაღის დროულად მიწოდებას.