დავით ევგენიძე: მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი
“მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი”, – ამის შესახებ კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ საქართველოს “პირველი არხის” გადაცემა „რანინაში“ განაცხადა.
„მინდა, განვაცხადო არა მარტო საქართველოსთვის, მთელმა მსოფლიომ მინდა, გაიგოს, ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი. არ არსებობს. ჩვენ ვართ ჩვენი მრწამსის, ჩვენი რელიგიის მატარებლები. კაცობრიობა ვიდრე არსებობს საქართველო იქნება ისეთი როგორიც დღეს მოვისმინეთ ამ სცენაზე. მადლობა, რომ ქართველი ვარ და მე თქვენ ამას მახსენებთ“, – აღნიშნა დავით ევგენიძემ.