დიმიტრი მედვედევი: აშშ-მა ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა
“რუსეთმა პასუხი უნდა გასცეს აშშ-ში გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში. ამისთვის შესაძლოა, რუსეთის კანონმდებლობაში შესწორების შეტანა გახდეს საჭირო”, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამ არხზე წერს.
„ცხადია, ჩვენ ვერ გავცემთ სრულად შესაბამის პასუხს შტატების ამ სითავხედეზე, რომელიც ჩვენი ღირებულებების ურცხვად მიტაცებას ეხება. მიზეზი ნათელია – ჩვენ არ გვაქვს მნიშვნელოვანი რაოდენობის ამერიკული სახელმწიფო ქონება, მათ შორის ფული, უფლებები და სხვა აქტივები. ამიტომ პასუხი უნდა იყოს მხოლოდ ასიმეტრიული. ფაქტი არ არის, რომ ის ნაკლებად მტკივნეული იქნება. საუბარია, სასამართლოს გადაწყვეტილების წესით, რუსეთის იურისდიქციაში მყოფი კერძო პირების ქონებაზე (ფული, უძრავი და მოძრავი ქონება, ქონებრივი უფლებები).
დიახ, ეს რთული ისტორიაა, ვინაიდან ეს პირები ჩვეულებრივ გამოდიოდნენ როგორც ინვესტორები რუსეთის ეკონომიკაში და ჩვენ მათ კერძო საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის გარანტია მივეცით. თუმცა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა – მათ სახელმწიფომ ჩვენ ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა, მათ შორის, სამართლებრივი და სასამართლო. შექმნა რუსეთის ღირებულებების უკანონო მითვისების მექანიზმი, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჩვენ ჩვენს ეროვნულ სამართალს. ამას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი“, – წერს მედვედევი.
აშშ-ის სენატმა 25 აპრილს მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, ჩამოართვას რუსეთს ამერიკულ ბანკებში გაყინული აქტივები და უკრაინას გადასცეს.