ნინო წილოსანი: ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, უმცირესობის, უმრავლესობის თუ ყველა ჯგუფის
„უბრალოდ რომ დავუკვირდეთ, როგორ უხეშ ჩარევაზე გვაქვს საუბარი, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხდება ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ჩვენ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩანაწერი და მოთხოვნა, რომ პროცესი შეჩერდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ეს მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული უმცირესობის, უმრავლესობის თუ ყველა ჯგუფის. ამ პირობებში ის პროპაგანდა, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს განვითარებისა და საქართველოს ისტორიულ გზას. ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარი, მოწოდება და მითითება ძალიან არაკორექტულია და ამ რეზოლუციას კიდევ უფრო დიდ ჩრდილს აყენებს“, – განაცხადა წილოსანმა.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.