ოთო სტეფანიშვილი: ამერიკას და უკრაინას უნდა, საქართველომ ომი დაიწყოს რუსეთთან, ესაა სულ!
„უკრაინა-რუსეთის ომი მრავალწლიანი პროექტია და ამიტომ, ამერიკა ცდილობს, შეცვალოს ხელისუფლება საქართველოში და მათ მიერ დავერბოვკებული პარტიები, სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობა, მოიყვანოს სათავეში ისევ, რომ ომი დავიწყოთ!“ – ამის შესახებ საინფორმაციო პორტალის „მარშალპრესის” რედაქტორი ოთო სტეფანიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„დღეს რაც ხდება, ამას ერთადერთი მიზეზი აქვს!
ამერიკას და უკრაინას უნდა, საქართველომ ომი დაიწყოს რუსეთთან, ესაა სულ!
არანაირი გენზი, ენჯეო და ევროპარლამენტარები, სცადეს, ქართული ოცნება ეიძულებინათ, ომი დაეწყო, მაგრამ ოცნებამ არ გააკეთა ეს!
უკრაინა-რუსეთის ომი მრავალწლიანი პროექტია და ამიტომ, ამერიკა ცდილობს, შეცვალოს ხელისუფლება საქართველოში და მათ მიერ დავერბოვკებული პარტიები, სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობა, მოიყვანოს სათავეში ისევ, რომ ომი დავიწყოთ!
ესაა 100% სიმართლე და ეს კანონი იქნება, თუ სხვა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ რამეს იყენებენ საბაბად, რომ ხელისუფლება დაამხონ.
სიტუაცია მარტივი არაა, თუმცა ყველაფერი ნათელია: ამერიკა ცდილობს ომი დაგვაწყებინოს, გრძელვადიანი ომი! დაგვაფინანსებს, შეგვაიარაღებს და ნელ-ნელა გაგვწყვიტავს ისე, როგორც უკრაინას ექცევა, ესაა მათი სტრატეგია, ფიქრობენ, რომ რუსეთს დააჩოქებენ ასე!
ვინ იომებს? ეს ენჯეო, გენზი და ნაცები არა, ისევ ჩვენზე უნდა გადაიაროს! მათ მხოლოდ ცეკვა-თამაშით უნდა „გვიგლოვონ“, მშვიდობიანი ჯაჭვები აკეთონ და ჰოლივუდური ფილმები გადაიღონ, ჩვენი გვამები კი ბრძოლის ველზე უნდა დატოვონ გასახრწნელად.
უსმინეთ მათ გამოზრდილ ე. წ. სამხედრო ბლოგერებს, მთიანი ქვეყანა ვართ და დიდხანს შეგვიძლია ომიო.
ჩემი აზრი ასეთია, უნდა გავძლოთ და შევაშინოთ, გადავუაროთ, დავაჩმოროთ საქართველოში ამოქმედებული მეხუთე კოლონა. 29 აპრილი ამის დემონსტრირება უნდა იყოს!” – წერს ოთო სტეფანიშვილი.